• შაბ. ივლ 31st, 2021

,,ქართველებს წინა ხაზში პრობლემები აქვთ” – წერს შვედური სააგენტო საქართველო-შვედეთის მატჩის შესახებ

შვედეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მსოფლიოს შესარჩევი ტურნირის დაპირისპირებაზე, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებასა და “ჯვაროსნების” შანსებზე გამოცემა skanalen.se-მა დაწერა.

სააგენტოს აზრით, საქართველოს ნაკრებს შეტევაში პრობლემები აქვს. ზლატან იბრრაჰიმოვიჩი კი საუკეთესო ფოტმაში ინყოფება.

აი რას წერს შვედური სააგენტო:
,,ზლატანი არაჩვეულებრივ ფორმაშია, ქართველებს კი წინა ხაზში პრობლემები აქვთ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ქართველთა მცველები იბრაჰიმოვიჩს ვერ შეაჩერებენ.
39 წლის ზლატანს იმაზე მეტ გოლს გაიტანს ქართველებთან მატჩში, ვიდრე საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ერთად”.

შვედეთისა და საქართველოს მატჩი ქალაქ სოლნაში, ,,ფრენდს არენაზე” 25 მარტს გაიმართება.
შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.