მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის უხვგოლიან, მატჩში თურქეთის საფეხბურთო ნაკრებმა ნიდერლანდები 4:2 დაამარცხა.
სტამბულის ,,ათათურქის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მატჩის გმირი ბურაქ ილმაზი გახდა.
,,ლილის” ფორვარდმა ჰეთთრიკი შეასრულა.
თურქეთი 4:2 ნიდერლანდები
15′ 34′ პენ. ილმაზი (1-0, 2-0), 46′ ჩალჰანოღლუ (3-0), 75′ კლასენი (3-1), 76′ დე იონგი (3-2), 81′ ილმაზი (4-2)
G ჯგუფში თურქეთისა და ნიდერლანდების გარდა, ლატვია, ნორვეგია, მონტენეგრო და გიბრალტარი არიან.
დღეს, G ჯგუფის პირველ ტურში ლატვია მონტენეგროს დაუპირისპირდება.
გიბრალტარი კი ნორვეგიას შეხვდება.