• ოთხ. აპრ 14th, 2021

ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრების მატჩების შესახებ ისაუბრეს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მარტის თვეში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის გუნდებს დაუპირისპირდება. აღნიშნულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ჩემპიონატში მოსაპარეზე ფეხბურთელებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს:

ლუკა ასათიანი (სამგურალი): ” საინტერესო იქნება ახალი მწვრთნელის ხედვები. თუ როგორი ტაქტიკით ითამაშებს ის და როგორი იქნება მისი სათამაშო ფილოსოფია. შესაძლოა პირველ მატჩებში რაღაც პრობლემები იყოს და ეს ნორმალურია, რადგან მწვრთნელს დრო სჭირდება ყველაფერში გასარკვევად. დარწმუნებული ვარ, ისევე როგორც ყველა თამაშში ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან რათა ქართველი გულშემატკივრები გაახარონ. გასაგებია, რომ სამივე მეტოქე ძალიან მაღალი დონისაა, მაგრამ უნდა ვეცადოთ და რაც შეიძლება ბევრი ქულა უნდა ავიღოთ. ”

ლაშა აწყურელი (ჩიხურა): ” ორი აზრი არაა რომ ძალზედ რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ამ ყველაფერს არ უნდა შევუშინდეთ და მინდორზე მაქსიმუმი დავდოთ. სწორედ ასეთ ძლიერ მეტოქეებთან გამოჩნდება ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბიჭების მოტივაციაში ეჭვი წამითაც არ მეპარება, რადგან საოცარი შეგრძნებაა როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ და მისი ღირსების დაცვა გიწევს. ”

ნიკა ჭანტურია (შუქურა): ” ისევე როგორც ყველას, მეც გნასაკუთრებული მოლოდინი მაქვს. ძალიან საინტერესოა როგორ იქნება სანიოლის ფორმაციის ნაკრები. რა თქმა უნდა რთულაი ამ სამ ურთულეს მეტოქესთან რაიმეს დაგეგმვა, მაგრამ მჯერა ჩვენი ნაკრები ქულების დაგროვებას მოახერხებს. “

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.