• ოთხ. აპრ 14th, 2021

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ინტერვიუ ეროვნულ ნაკრებზე

🎙ვილი სანიოლი:

“გუნდის მიზანი თანამედროვე ფეხბურთის თამაშია ანუ უფრო სწრაფად თამაში. ფეხბურთელებმაც უნდა აიმაღლონ თვითშეფასება, ეს კი გარკვეულ რისკებზე წასვლას საჭიროებს. საქართველოს დარი გუნდი ვერ მიაღწევს ვერაფერს ურისკოდ. არ აქვს აზრი დაცვაში თამაშს და მეტოქის შეცდომის ლოდინს. უნდა ვიყოთ ამბიციურები და მეტოქეებს შეცდომები თავად დავაშვებინოთ.

რაც აქ ვარ, ვგრძნობ, რომ ყველა იზიარებს ჩემს აზრს, რომ უნდა შეიცვალოს კურსი. რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა დამაჯერებელი შედეგები, უმისოდ საკუთარი თავის რწმენას ვერ განვივითარებთ. ქართველები ამაყები არიან, მათ ჰყავთ მოთამაშეები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ ევროპულ ასპარეზზე და მათ შეუძლიათ დიდი როლის შესრულება”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.