• კვი. აპრ 11th, 2021

ლეგენდარული დავით ყიფიანი

– სად ისწავლე ბიჭო ფეხბურთი?
– ეზოში
– რა გქვია?
– დათო.
– რა გვარი ხარ?
– ყიფიანი.
– სად მუშაობენ შენი მშობლები?
– მამა ექიმია, დედაც.
– მამაშენსაც დათო ხომ არ ჰქვია შენსავით?
ბიჭუნას გაეცინა:
– თქვენ საიდან იცით?
– შენ ის მითხარი გამოვიცანი თუ არა?
ბიჭუნას ისევ გაეცინა:
– დიახ გამოიცანით… მხოლოდ ზოგიერთი დავითსაც ეძახის მამას.
– ეგ არაფერი… რომ გაიზრდები, შენც დავითს დაგიძახებს ზოგიერთი და სტადიონზეც დიდი ამბით გამოაცხადებს ხოლმე დიქტორი, დავით ყიფიანიო.
ბიჭუნა სახტად დარჩა.
– მე… მე გამომაცხადებენ სტადიონზე?
– ჰო შენ … ხოლო საამისოდ საჭიროა, კარგად ისწავლო და ჩვენს საფეხბურთო სკოლაშც სისტემატიურად იარო სავარჯიშოდ.
ბიჭუნამ დაუფარავი სინანულით წარმოსთქვა:
– მერე, დედაჩემი და ბებიაჩემი გამიშვებენ?
– მამაშენი ხომ გაგიშვებს?
– მამაჩემი კი, მას მოსწონს ფეხბურთს რომ ვთამაშობ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.