• კვი. აპრ 11th, 2021

ჟორჟ მიქაუტაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაზე

“არჩევანი საქართველოსა და საფრანგეთს შორის? დიდ ხანს არ მიფიქრია, შემდეგ კი ვილი სანიოლმა დამირეკა და სამომავლო გეგმებზე ვისაუბრეთ. მან მითხრა, რომ მაკვირდებოდა და ჩემი თამაშის სტილი მოსწონდა. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა.

ოჯახშიც ყველა ამაყობდა ჩემით. მთავარია ახლა ვილის და გულშემატკივრებს იმედები არ გავუცრუო. ჩემთვის საქართველოს ნაკრებში თამაში ძალიან დიდი პატივია. ამას ბავშვობიდან ველოდებოდი. მადლობა „სერენს“ იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება შევძელი. მთავარი ბრძოლა წინ არის, აუცილებელია ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ”. – ჟორჟ მიქაუტაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.