• სამ. აპრ 13th, 2021

ჯერარდმა საუთგეიტი გააკრიტიკა

“რეინჯერსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივენ ჯერარდმა ინგლისის ეროვნული გუნდის თავკაცი გარეთ საუთგეიტი გააკრიტიკა. სტივენ ჯერარდმა სანაკრებო სიაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ სიაში ვერ ხედავს “ლივეპრულის” მარჯვენაფლანგელს ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს.

” ერთი რაც დამანმდვილებით ვიცი არის ის რომ ტრენტი ყოველთვის უნდა იყოს სანაკრებო სიაში. ეს გადაწყვეტილება გარეთ საუთგეიტმა მიიღო, რაშიც მე მას ცალსახად არ ვეთანხმები, თუმცა დღეს სწორედ ისაა ნაკრების მწვრთნელი. არ ვიცი საუთგეიტმა ეს გადაწყვეტილება რის ხარჯზე მიიღო, თუმცა მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ ტრენტი დღესდღეობით ინგლისში საუკეთესო მარჯვენა მცველია. ”

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საუთგეიტმა მარტის სანაკრებო მატჩებისთვის ალექსანდრ-არნოლდი განაცხადს მიღმა დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ საუთგეიტს ამ პოზიციაზე ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს და ასე ქარ-ცეცხლში მისი გატარება ბოლომდე სამართალიანი არამგონია იყოს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.