• შაბ. ივლ 31st, 2021

 

თბილისის დინამოს გულშემატკივრებისთვის მიხეილ მესხი უსაყვარლესი ფეხბურთელი იყო.ყველა დიდი თუ პატარა აღფრთოვანებული იყო მისი თამაშით.განსაკუთრებულ სიამოვნებას კი მაყურებელი მისი ცნობილი მესხის ფინტის ნახვით იღებდა.იშვიათია ფეხბურთელი , რომელსაც თავის მიერ გამოგონილი ფინტი აქვს.მიხეილ მესხი თავისი მოძრაობებით მცველებს ერთმანეთის მიყოლებით ატყუებდა და მეტოქეს კურიოზულ მდებარეობაში აყენებდა , მაყურებელი კი ხარხარებდა და გამაყრუებელი ტაში და შეძახილები ისმოდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.