• შაბ. ივლ 31st, 2021

2 კვირიანი პაუზის შემდეგ გენტის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სრულად მომჯობინდა და სათამაშოდ მზად აღმოჩნდა

2 კვირიანი პაუზის შემდეგ გენტის ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სრულად მომჯობინდა და სათამაშოდ მზად აღმოჩნდა.

სანაკრებო შეკრების პაუზის პერიოდში გენტის მთავარმა გუნდმა ანდერლეხტთან ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

გენტის შემადგენლობაში ძირითადად იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, ვისაც ბოლო პერიოდში მთავარ გუნდში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, თუმცა ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო ის ფაქტი იყო, რომ მოედანს რამდენიმეკვირიანი პაუზის შემდეგ 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა.

გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, თუმცა გენტის ფეხბურთელმა მე-10 წუთზე ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად საქმეში ქართველი ჩაერთო, რომელმაც შეუცვლელად, მატჩის ბოლომდე ითამაშა.

მარტის დასაწყისში გენტის მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა თქვა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით აპრილის ბოლომდე ვერ ითამაშებდა, თუმცა დაბრუნება სავარაუდო პერიოდზე ბევრად ადრე მოახერხა.

ამის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების მარტის მატჩებისთვის განაცხადში არაა. როგორც ჩანს, 21 წლის ნახევარმცველი ოფიციალური შეხვედრებისთვის მზად ჯერ არაა და მატჩის რითმი დასაბრუნებელი აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.