• ოთხ. აპრ 14th, 2021

საქართველოს ნაკრების განაცხადს მარტის თამაშებისთვის ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია დაემატა

თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო მარტის სანაკრებო შეხვედრებში საქართველოს ნაკრებს ვეღარ დაეხმარება და მის მაგივრად ეროვნული ნაკრების განაცხადს მარტის თამაშებისთვის ვარშავის ლეგიას ნახევარმცველი ვაკო გვილია დაემატა.

ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემები ავრცელებენ და წერენ, რომ 26 წლის ნახევარმცველი ნაკრების შეკრებაზე დღეს, ორშაბათს, 22 მარტს გამოფრინდება.

ვილი სანიოლმა მარტში ცენტრალური ნახევარდაცვის პოზიციაზე 5 ფეხბურთელი გამოიძახა: ჯაბა კანკავა, ოთარ კიტეიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი აბურჯანია და ლაშა პარუნაშვილი.

საქართველოს ნაკრები მარტში 3 მატჩს გამართავს: 25 მარტს შვედეთში, 28 მარტს დინამო არენაზე ესპანეთთან და 31 მარტს საბერძნეთში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.