• ოთხ. აპრ 14th, 2021

ეროვნულ ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსის ჩემპიონატის მატჩში ტრავმა მიიღო.

,,ანორთოსისის” ნახევარმცველი ,,აელთან” შეხვედრაში დაშავდა და 76-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა.
ჯერჯერობით უცნობია თუ რა სიმძიმის გახლავთ თორნიკეს დაზიანება და რამდენს ხანს გასტანს, მისი გამოჯანმრთელების პროცესი.

საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ოქრიაშვილის ნაცვლად, ნაკრებში ვარშავის ,,ლეგიას” ფეხბურთელი ვაკო გვილია გამოიძახა.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.