• სექტემბერი 16, 2021 10:06 pm

,,ბარსელონამ” ბასკები გაანადგურა – ,,ატლეტიკოს” სუარესმა მოაგებინა

ესპანეთი პრიმერა დივიზიონის 28-ე ტურში ლიდერებმა მადრიდის ,,ატლეტიკომ” და ,,ბარსელონამ” შეხვედრები მოიგეს.

დედაქალაქელებმა ურუგვაელი ფორვარდის ლუის სუარესის გოლით ,,ალავესი” 1:0 დაამარცხეს.

კატალონიურმა ,,ბარსელონამ” კი სტუმრად, ,,რეალ სოსიედადი” 6:1 გაანადგურა.

ბასკებთან მატჩში დუბლი არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ და ამერიკელმა სერჯინო დესტიმ შეასრულეს.

,,ატლეტიკო” 1:0 ,,ალავესი”
54′ სუარესი

,,სოსიედადი” 1:6 ,,ბარსელონა”
37′ გრიზმანი (0-1), 43′ 53′ დესტი (0-2, 0-3), 57′ მესი (0-4), 71′ დემბელე (1-4), 77′ ბერენეჩეა მუგურუსა (1-5), 89′ მესი (1-6)

,,ატლეტიკო” 66 ქულით ლა ლიგის ლიდერია.
,,ბარსელონა” კი 62 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.