• ოქტომბერი 19, 2021 5:29 am

მომდევნო წელს აქ აღარ ვიქნები – თემურ ქეცბაია ანორთოსისს ტოვებს

თემურ ქეცბაია სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი ალბათობით, ანორთოსისთან ახალ ხელშეკრულებას აღარ გააფორმებს.

ამის შესახებ 53 წლის ქართველმა მწვრთნელმა კვიპროსის ჩემპიონატის 30-ე ტურში ლიმასოლის “აელთან”(1:2) წაგების შემდეგ თქვა.

“დიდი ალბათობით, შემდეგ წელს აქ აღარ ვიქნები. მიმდინარე სეზონში კი ჩვენი მიზანია კვიპროსის თასი მოვიგოთ. როგორც მწვრთნელმა, ანორთოსისში ბოლო 2 წელში ბევრი გავაკეთე. იმაზე მეტი, ვიდრე უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში გაკეთდა. ყველამ კარგად ვიცით, რაც მოხდა ჩემპიონატში გასულ სეზონში, მათემატიკურად ომონიასთან ერთად ჩვენც ჩემპიონები ვიყავით, თუმცა კვიპროსის ფეხბურთის ხელმძღვანელებმა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს. წარმატების მისაღწევად გუნდს უფრო მეტი სჭირდება,” – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

თემურ ქეცბაია 10-წლიანი პაუზის შემდეგ ანორთოსისის მთავარ მწვრთნელად 2019 წლის მაისში დაბრუნდა და გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ამოიწურება. 53 წლის სპეციალისტს ანორთოსისში ამჟამად 4 ქართველი ფეხბურთელი ჰყავს: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.