• კვი. აპრ 11th, 2021

გიორგი ქვილითაიამ ულამაზესი გოლი გაიტანა

კვიპროსის ჩემპიონატის მატჩში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ულამაზესი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის კონპენსირებულ დროში ,,ანორთოსისის” ფორვარდმა ლიმასოლის ,,აელის” საჯარიმოში ორი ფეხბურთელი მოატყუა და მეტოქის კარი ეფექტური დარტყმით დალაშქრა.

ქვილითაიამ მატჩი სრულად ჩაატარა.
მის გარდა, თემურ ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიამ, მურთაზ დაუშვილმა და თორნიკე შენგელიამ ითამაშეს.
დაუშვილმა 55-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მან და ლორიამ შეხვედრაში შეუცვლელად იასპარეზეს.
ოქრიაშვილი კი 76-ე წუთზე შეცვალეს.

,,ანორთოსისმა” შინ, ,,აელთან” 1:2 წააგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას დაემშვიდობა.

ქეცბაიას გუნდს ამ დროისთვის 53 ქულა გააჩნია და მე-4 ადგილზე იმყოფება.
ქართველების გუნდი ლიდერ ,,ომონიას” 13 ქულით ჩამორჩება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.