ბევრმა ნამდვილად არ იცის, რომ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი გრიგოლ ცაავა აფხაზეთის ომის ვეტერანია.
1992 წელს გრიგოლ ცაავამ წარმატებული საფეხბურთო კარიერა მიატოვა და აფხაზეთში სამშობლოს დასაცავად წავიდა. გრიგოლ ცაავამ ბოლო ფული დახარჯა იმისთვის რათა თანამებრძოლთათვის იარაღი და ტყვია წამალი ჩაეტანა. წარმატებული ფეხბურთელი მტერს ტყეში ებრძოდა და ხშირ შემთხვევაში პარტიზანულ ბრძოლებსაც არ უშინდებოდა.გრიგოლ ცაავა 1982 წელს საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა.იგი სხვადასხვა დროს თბილისის დინამოში, სოხუმის ცხუმსა და ლანჩხუთის გურიაში თამაშობდა.