• შაბ. ივლ 31st, 2021

“ფეხბურთის მეფეს” ადგილას 16 წლის სირი დადგა

რაც უნდა უხერხულად ჟღერდეს, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ურუგვაული “დანუბიოს” 16 წლის, 11 თვისა და 2 დღის ვუნდერკინდმა ნიკოლას სირიმ პელეს რეკორდი მოხსნა და ზრდასრულთა ფეხბურთში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

ნიჭიერ ფორვარდ დებიუტი გასულ ტურში, “ნასიონალთან” ჰქონდა და გოლიც გაიტანა, ამჯერად კი “ბოსტონ რივერს” 3 გოლი შეუგდო.

უკვე დაიწერა, რომ სირის თამაშს ყურადღებით აკვირდებიან “ბარსელონას” სკაუტები – ნამდვილი, კატალონიური “ბარსელონას”…

 

“ძალიან ბედნიერი ვარ, ოცნება ამისრულდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად მიდის. ახლაც ოცნებაში ვცხოვრობ. ვცდილობ ფეხბურთით სიამოვნება მივიღო და ასე გაგრძელებას ვაპირებ,”- თქვა თინეიჯერმა თავდამსხმელმა Radio Oriental-თან საუბრისას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.