18 მარტს, ევროპის ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. “რეინჯერსმა” საკუთარ მოედანზე პრაღის “სლავია” მიიღო და 0:2 დამარცხდა. ორი შეხვედრის ჯამში (1:3), მომდევნო ეტაპის საგზური ჩეხურმა გუნდმა მოიპოვა.
მატჩის 61-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა კემარ რუფმა სტუმართა მეკარის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა. ონდრეი კოლარმა ამ ინციდენტის შემდეგ რამდენიმე დაზიანება მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.
Red card Roofe for accidentally kicking keeper in face.Cmon Rangers pic.twitter.com/Tdp6t1sUNX
— Stu (@sturfcno1) March 18, 2021