• შაბ. აპრ 17th, 2021

“გენტის” შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის ფასი ამ დროისთვის უდრის 3.2 მილიონ ევროს.

 

Transfermarkt.com-მა ბელგიის უმაღლეს დივიზიონში მოთამაშე ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულება კიდევ ერთხელ განაახლა.

“გენტის” შემტევის, გიორგი ჩაკვეტაძის ფასი ამ დროისთვის უდრის 3.2 მილიონ ევროს და ცნობისთვის, 2018 წლის დეკემბერში ის 9 მილიონი ღირდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფლეიმეიქერი უკვე ორი სეზონია რაც ტრავმებს ებრძვის და მოედანზე გამოსვლას პრაქტიკულად ვერ ახერხებს.

საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს შორის, ბეგლიური გუნდის ჰავბეკი რიგით მესამე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

პირველ ადგილზე არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ღირს 10 მილიონი ევრო, მეორეზე კი დავით ხოჭოლავა – 3.5 მილიონი.

წყარო – goal.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.