• ოთხ. აპრ 14th, 2021

ზლატ იბრაჰომოვიჩი შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და ის საქართველოსთან ითამაშებს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი — შვედი ფეხბურთელი, სერია A-ს კლუბ „მილანის“ თავდამსხმელი, შვედეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. 2006-15 წლებში თერთმეტჯერ დასახელდა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

სპორტული მედიის სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ის შვედეთის ნაკრებში დაბრუნდა და საქართველოსთან ითამაშებს.

,,საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საწყის სამ შეხვედრას თვის ბოლოს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს, ესპანეთს და საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ცოტა ხნის წინ, საქართევლოს წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა შვედეთმა. 5-წლიანი პაუზის შემდეგ სანაკრებო ფეხბურთს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა და იგი საქართველოს ნაკრების წინააღმდეგაც ითამაშებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ზლატანი ნაკრებში დაბრუნდა, 39 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა “ღმერთის დაბრუნება”.  იბრას შვედეთის ნაკრებში 116 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 62 გოლია, რითაც ეროვნული გუნდის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელმა სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ 2016 წელს გამოაცხადა.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.