• შაბ. ივლ 31st, 2021

ჟორჟ მიქაუტაძე – ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი…

ჟორჟ მიქაუტაძე (დ. 31 ოქტომბერი2000ლიონისაფრანგეთი) — ქართული წარმოშობის ფრანგი ფეხბურთელი.

მიქაუტაძის დებიუტი „მეცში“ შედგა 2019 წლის 7 დეკემბერს ლიგა 1-ის მატჩში, „ნიცას“ წინააღმდეგ. „მეცმა“ შეხვედრა ანგარიშით 1-4 წააგო. 2019 წლის 10 დეკემბერს „მეცმა“ მას ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. მიქაუტაძისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი იყო.

2020 წელს იჯარით ის ბელგიის პირველი B ლიგის (მეორე ლიგა) გუნდ „სერენში“ გადავიდა, სადაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა და მალევე გუნდის ლიდერად იქცა. ჩატარებული რვა შეხვედრიდან მიქაუტაძემ 6 მატჩში მოახერხა გატანა. მიქაუტაძემ „ლომელს“ 4 გოლი გაუტანა, 3-3 გაუტანა „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“, 2 გაუტანა „მოლენბეკს“, ხოლო თითო გოლი „დეინცესა“ და „უნიონს“. მან გოლის გატანა ვერ მოახერხა „ვესტერლოსთან“ და „ლომელთან“ მატჩებში.

pop.sport – ის ცნობით საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სიაში ერთ-ერთი დებიუტანტია 20 წლის ჟორჟ (გიორგი) მიქაუტაძე, რომელმაც ახლახან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა. საფრანგეთში დაბადებულმა და გაზრდილმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა, თავისი ისტორიული სამშობლოს სახელით ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ფრანგული ლიგა 1-ის მეცის საკუთრებაა და იჯარით ბელგიურ სერენში თამაშობს. მას 19 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. ახლახან მან მეცთან ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

მიქაუტაძის არჩევანს ბელგიური კლუბი სერენი გამოეხმაურა: “ვულოცავთ ჩვენს ბომბარდირს, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. ჟორჟი 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებს ითამაშებს. მას დიდი მატჩები ელის 25-31 მარტს შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან”.

მეცის ფანების რამდენიმე გაერთიანებამ სფფ-ის მიერ დასახელებული შემადგენლობის პოსტი გააზიარა სოციალურ ქსელებში. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფანები ძირითადად აღფრთოვანებით შეხვდნენ მიქაუტაძის გადაწყვეტილებას და მას წარმატებას უსურვებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.