• კვი. აპრ 11th, 2021

კარაგერის რჩევა “ლივერპულს”

“ლივერპულის” ლეგენდამ ჯეიმი კარაგერმა მის ყოფილ გუნდს ტრანსფერებთან დაკავშირებით რჩევა მისცა. კარაგერი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰალანდის შესაძლო ტრანსფერებს შეეხო და ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს შეადარა თუ რომელი მათგანი იქნება უფრო სასარგებლო მერსესაიდელებისთვის.

” მე ამ ორ ტალანტს ყოველდღიურად ვაკვირდები და ორი აზრია არაა რომ ისინი XXI საუკუნის ფეხბურთში თავიანთ კვალს დატოვებენ. “ლივერპული” ორივე მათგანით აქტიურად ინტერესდება, თუმცა გუნდის ხელძღვანელობამ შეცდომა არ უნდა დაუშვას და სწორი არჩევანი  უნდა გააკეთოს. მე ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი გამაჩნია – მართალია მბაპე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და შეიძლება ვინმემ ჰალანდზე წინაც დააყენოს, თუმცა ჩემი აზრით “ლივერპულისთვის” ამ მომენტში სწორედ ნორვეგიელის ყიდვა უნდა იყოს პრიორიტეტი. გუნდს ცენტრფორვარდის პოზიციაზე მაღალი დონის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავს და ვფიქრობ ჰალანდის შეძენა ლივერპულელთათვის მთავარი პრეროგატივა უნდა იყოს. ”

ვნახოთ რამდენად გაითვალისწინებენ კარაგერის თხოვნას “ლივერპულში”. თუმცა ფაქტია, რომ მათ დიდი ბრძოლა მოუწევთ ჰალანდის შესაძენად,რ ადგან მისით აქტიურა დინტერესდება კიდევ ორი ინგლისური გუნდი – “მანჩესტერ იუნატედი” და “მანჩესტერ სიტი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.