• კვი. აპრ 11th, 2021

ძალიან სამწუხარო ამბავია, ქართული ფეხბურთი კიდევ ერთი მხსვილი ინვესტორის გარეშე დარჩა

„საბურთალო“ გუნდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა დატოვა, რომელმაც ამის შესახებ საგანგებო განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

გთავაზობთ მისი გამოსვლის მთავარ ფრაგმენტებს:

„ძალიან მიჭირს იმის თქმა, რაც ახლა უნდა ვთქვა, რადგან ქართული ფეხბურთს წლები უანგაროდ ვემსახურებოდით, მაგრამ ბევრი პრობლემა დაგროვდა და ვცდილობდით, ხმა ყველასთვის მიგვეწვდინა. ამ ნაბიჯამდე აბსოლუტურმა იგნორმა და არაკომპოტენტურობამ მიმიყვანა. თანამშრომლობის ნაცვლად, ურთიერთპატივისცემის, ინვესტორისა და გუნდის, მწვრთნელის, ფეხბურთელების შრომის დაფასების პრობლემაა. ამ პირობებში გადავწყვიტე, პროფესიულ ფეხბურთში ინვესტიციები დროებით შევწყვიტო.

ეს არ ნიშნავს, რომ „საბურთალო“ აღარ იარსებებს – იქ კიდევ არიან პარტნიორები, კომპეტენტური ხალხი. მეც ვერ შევძლებ, ფეხბურთის გარეშე ვიყო. სხვადასხვა ფორმატში ჩემი კავშირებით და სახსრებით სპორტის განვითარებას დავეხმარები, ასევე საფეხბურთო აკადემიას, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები სწორ გზაზე დადგნენ.

მე კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, რადგან სამწუხაროდ, ეს სისტემური პრობლემაა. მინდა ჩემი თანადგომა გამოვხატო დღეს ფეხბურთში მყოფი ინვესტორების მიმართ და ჩემი სურვილი იქნება, მათ მეტი გულისხმიერებით მოექცნენ. ქართული ფეხბურთი მათ მხრებზე დგას.

მზად ვარ, პრობლემებზე ნებისმიერ ფორმატში ვისაუბროთ. სამწუხაროდ, უპატივცემულობა მივიღეთ – ყველა დონეზე. იმედია, ქართული ფეხბურთში გულდაწყვეტილი ინვესტორების რიცხვი აღარ გაიზრდება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.