• შაბ. აპრ 17th, 2021

მძარცველები დი მარიას სახლში შეიჭრნენ და ტყვედ მისი მეუღლე და შვილები აიყვანეს

„პსჟ-სა“ და „ნანტს“ შორის გამართულ მატჩში, არგენტინელი ნახევარმცველის, ანხელ დი მარიას სახლი გაქურდეს.

როგორც RMC SPORT იტყობინება, ძარცვის დროს სახლში დი მარიას მეუღლე და შვილები იყვნენ და მძარცველებმა ისინი ტყვედ აიყვანეს.

საბედნიეროდ, დაშავებით არავინ დაშავებულა და ამ ეტაპზე, პოლიცია გამოძიებას ატარებს იმის დასადგენად, თუ რამდენი გაიტანეს მძარცველებმა.

იმავე დღეს გახდა ძარცვის მსხვერპლი „პსჟ-ს“ სხვა ფეხბურთელი, მარკინიოსიც. თუმცა, მის თაობაზე მეტი ინფორმაცია ცნობილი არ არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.