• შაბ. აპრ 17th, 2021

რონალდუ მეკარეს ფიზიკურადაც გაუსწორდა

 

იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრა “კალიარისა” და “იუვენტუსს” შორის გაიმართა და ანგარიშით 1:3 დასრულდა

კრიშტიანუ რონალდუმ პირველ ტაიმში სამი გოლი გაიტანა და ბრწყინვალე პერფორმანსი დადო. ერთ-ერთ ეპიზოდში კი მეკარეს ეს გაჭირვება არ აკმარა და ფეხი სახეში ჩაარტყა.

ცხადია, რონალდუს მეკარის ცემა არ უნდოდა და ეს შემთხვევით მოხვდა, თუმცა წარმოიდგინეთ, როგორ შეწუხდებოდა მეკარე, რომელმაც ჯერ სამი გოლი მიიღო და შემდეგ წიხლიც…

“იუვენტუსის” მოძულეებმა სოციალურ ქსელში აღშფოთებაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსაჯს წითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.