• კვი. აპრ 11th, 2021

დინამო არენაზე“ ლიდერების მატჩი გამოდგა – „დინამო თბილისმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და სეზონის ყველაზე უხვგოლიან და სანახაობრივ მატჩში გაიმარჯვა.

მსგავსი:ზიდანმა საქართველოშიც გაიბრწყინა.

პირველი ტაიმი ძალიან სახალისო გამოდგა. მეტოქეებმა ოთხი გოლი გაიტანეს და ორმა მოთამაშემ დუბლი შეასრულა. „დინამო“ ორჯერ სერბმა თავდამსხმელმა ზორან მარუშიჩმა დააწინაურა. მაგრამ სტუმართაგან ორივეჯერ ანგარიში გაათანაბრა 20 წლის შოთა ნონიკაშვილმა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში პირველად გაიტანა და პირველი დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ორივეჯერ ნონიკაშვილმა სტანდარტის გათამაშების შემდეგ გაიტანა და ორივე ყოფილმა „დინამოელმა“ აკაკი შულაიამ შეასრულა.

მეტოქეებმა მეორე ტაიმშიც გახსნილი ფეხბურთი ითამაშეს. „დინამომ“ ზედიზედ ორჯერ გაიტანა – 54-ე წუთზე „საბურთალოს“ კარში დანიშნული პენალტი გიორგი გაბედავამ გამოიყენა 3:2. 69-ე წუთზე კი შეცვლაზე შესულმა გიორგი პაპავამ ეფექტური შორეული დარტყმით „დინამოს“ უპირატესობა გაზარდა 4:2. მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა „საბურთალოს“ შემტევმა იური ტაბატაძემ სხვაობა ისევ მინიმუმამდე შეამცირა 4:3.

საბოლოოდ, „დინამომ“ 4:3 მოიგო, 7 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „საბურთალო“ 5 ქულით მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.