• სექტემბერი 19, 2021 5:12 pm

“მილანი” და “იუვენტუსი ხვიჩა კვარაცხელიას საქართველო-ესპანეთის მატჩზე დააკვირდებიან

იტალიური გამოცემა „ტუტომერკატოს“ ჟურნალისტმა ალისიო ალაიმომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ხვიჩა კვარაცხელიას მარტის სანაკრებო მატჩებზე იტალიური ფეხბურთის ორი გრანდი დააკვირდება.

ლაპარაკია ტურინის „იუვენტუსსა“ და „მილანზე“. მისივე ინფორმაციით, იტალიური გრანდების გარდა, 20 წლის ქართველი დორტმუნდის „ბორუსიას“ ინტერესსაც იწვევს. თუმცა, ამტკიცებს, რომ გერმანული კლუბი ოდნავ უკანა რიგში დგას.

ტუტომერკატოს“ ჟურნალისტის ცნობით, „იუვენტუსისა“ და „მილანის“ სკაუტები ქართველ ფეხბურთელს საქართველო-ესპანეთის მატჩზე ნახავენ, რომელიც 28 მარტს „დინამო-არენაზე“ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პირველ საქართველოს პირველმა არხმა ჯერ კიდევ დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრების შემტევს „იუვენტუსი“ და „მილანი“ აკვირდებოდნენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.