• კვი. აპრ 11th, 2021

მესი, ტრაორე და ხვიჩა – კვარაცხელიას სუპერსტატისტიკა

რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელების ტოპათეული საიტმა Sportbox-მა შეადგინა და მის სათავეში სწორედ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.

“როგორც მოსალონდელი იყო, რეიტინგის სათავეში “ქართველი მესია”, რომლის წყალობითაც რუბინი რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ გუნდად მიიჩნევა. თავად განსაჯეთ: ყაზანის კლუბის ფეხბურთელები საშუალოდ თამაშში 9,8 წარმატებულ დრიბლინგს ასრულებენ, პირადად ხვიჩა კი – 3,8-ს, რაც ჯამური რიცხვის მესამედზე მეტია!

კვარაცხელია დრიბლინგზე რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ხშირად მიდის – საშუალოდ 7,6 მცდელობა მატჩში.

ხვიჩას ფინტების ეფექტიანობით ევროპის ტოპ 5 ლიგაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჯობნის: ადამა ტრაორე ვულვზიდან (4,1 დრიბლინგი მატჩში) და თვით ლიონელ მესი (4,4). ამასთან, კვარაცხელია ინგლისში მოთამაშე კოლეგას სხვა მაჩვენებლებით აღემატება – “მგლების” ფორვარდი შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა, ჩვენმა ქართველმა კი გოლი+პასის სისტემით უკვე 5 ბალი მოაგროვა. თუკი ხვიჩა ასევე გააგრძელებს, ევროპაში მისი დაწინაურება შორს აღარაა!”, – წერს საიტი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.