• შაბ. აპრ 17th, 2021

შაქარაშვილის ოჯახი ვერდიქტის მოლოდინში – დაუმტკიცდება, თუ არა ხუთ ბრალდებულს განზრახ მკვლელობა

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე, ბიძინა სტურუა განაჩენს დღეს, 15:00 საათზე გამოაცხადებს.

შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას  5 ბრალდებულს: არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს და კიდევ 2 არასრულწლოვანს –  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.

შეგახსენებთ, საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდათუმცა განაჩენი არ გამოუცხადებია. 2 მარტს, სხდომაზე, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.

სტატია მომზადებულია მთავარი არხის მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.