• კვი. აპრ 11th, 2021

წიტაიშვილის მძიმე ტრავმის შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო

Футбольный рыцарь-ის ინფორმაციით, გიორგი წიტაიშვილის საიჯარო ხელშეკრულება “ვორსკლაში” დასრულებულია.

 

როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველმა უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში, სადაც მისი გუნდი გასვლაზე “მარიუპოლს” ეთამაშებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო.

 

წინასწარი ინფორმაციით, გიორგის მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარალური ძვლის (ანუ ნეკა თითის) მოტეხილობა აქვს და დაახლოებით 2 თვე გაუცდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.