• შაბ. ივლ 31st, 2021

18 წლის დებიუტანტი გასაოცარი გოლით 83-ე წუთზე – იალიშ მორიბა!

ლა ლიგის მატჩში “ბარსელონა” “ოსასუნას” ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა. 83-ე წუთზე გოლი ილაიშ მორიბამ გაიტანა, რომელიც მისთვის კატალონიური გუნდის მაისურით სადებიუტო იყო. 18 წლის ნახევარმცველი ამ სეზონში 3-ჯერ გამოჩნდა ლა ლიგაში. მორიბა 2008-2010 წლებში “ესპანიოლში” იზრდებოდა, რის შემდეგაც 2010-2019 წლებში “ლა მასიაში” მოღვაწეობდა. ის პირველ გუნდში 2021 წელს გადავიდა. ასევე, გამოდიოდა ესპანეთის 17 და 18 წლამდელთა ნაკრებებში. მას ახალ პოგბასაც უწოდებენ.

18 წლის ფეხბურთელის ეს გასაოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიაში სავარაუდოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.