“გენტის” მთავარი მწვრთნელის ჰეინ ვანჰაზებრუკის თქმით, გიორგი ჩაკვეტაძეს ოთხთავა კუნთზე მცირე დაზიანება აქვს. სავარაუდოდ, 21 წლის ფეხბურთელს ამ ტრავმის გამო დიდი დრო არ გაუცდება.
შეგახსენებთ რომ “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ბელგიის თასის მეოთხედფინალის მატჩში, “ეუპენის” წინააღმდეგ ის განაცხადში შეიყვანა, თუმცა ქართველი მოედანზე არ გამოჩენილა.