• შაბ. აპრ 17th, 2021

სამი წელი ტრაგედიიდან

2018 წლის 4 მარტს, საფეხბურთო სამყაროსთვის მორიგი ტრაგიკული ინფორმაცია გავრცელდა – უდინეს ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც “ფიორენტინა”, “უდინეზესთან” მატჩმადე იყო დაბინავებული, თავის ნომერში, გულის გაჩერების გამო, ძილში გარდაიცვალა “იების” კაპიტანი, დავიდე ასტორი.

წინა საღამოს, დავიდე თანაგუნდელის ნომერში PlayStation-ს თამაშობდა, 11 საათზე კი თავისი ნომრისკენ გაეშურა, რათა მნიშვნელოვანი მატჩის წინ, კარგად გამოეძინა. მისი წასვლის შემდეგ, თანაგუნდელმა მას მისწერა, რომ ნომერში ბუცები დაავიწყდა, თუმცა, დავიდემ აღნიშნა, რომ ხვალ აიღებდა.

მეორე დილით, როდესაც გუნდი საუზმეზე შეიკრიბა, დავიდე არა და არ ჩანდა. თავიდან, თანაგუნდელები მას ტელეფონზე ურეკავდნენ, შემდეგ, ოთახის კარზე უკაკუნებდნენ, მაგრამ, უშედეგოდ… ბოლოს, კარი შეანგრიეს და დავიდე საკუთარ საწოლში, გარდაცვლილი აღმოაჩინეს. ექიმების დასკვნებით, მას მცირე არითმია აღენიშნებოდა, რომელიც, რატომღაც, არც ერთი სამედიცინო შემოწმების დროს, არ გამოჩნდა.

 

ასტორის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, სერია ა-ს 26-ე ტურში, უკლებლივ ყველა შეხვედრა, მე-13 წუთზე, ერთი წუთით ჩერდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.