გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის პროქსიმუსლიგაში (რანგით მეორე ლიგა) გოლი გაიტანა და ამით ორთვიანი უგოლო სერია შეწყვიტა, რაც იძულებითი პაუზით იყო გამოწვეული.
ფრანგული მოქალაქეობის მქონე 20 წლის ქართველი თავდამსხმელის გუნდი „სერენი“ ბელგიის პროქსიმუსლიგის 21-ე ტურში „ლიერსს“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გიორგი „სერენის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს.
20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა პროქსიმუსლიგაში ჩატარებულ 16 მატჩში 17 გოლი გაიტანა.