21 წლის მცველი თორნიკე ძოწენიძე. რომელიც გასულ სეზონში იჯარის წესით “თელავში” ასპარეზობდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად ითვლებოდა, კარიერას კვლავ კახურ გუნდს გააგრძელებს.

ძოწენიძე თბილისის “დინამოს” საკუთრებაა და ამ გუნდთან ერთად შეკრებაზე იმყოფებდა, თუმცა მხარეები პირობებზე ვერ მორიგნდნენ და ძოწენიძემ სათამაშო პრაქტიკისთვის “თელავში” დაბრუნება გადაწყვიტა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, რადგან “თელავი” შეკრებაზე თურქეთში იმყოფება და სწორედ შეკრების დასრულების შემდეგ მოხდება ამ ტრანსფერის გაოფიციალურება.

გასულ სეზონში ძოწენიძემ “თელავის” მაისურით ეროვნულ ლიგაში 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ