ესპანეთში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივმა“ მოსკოვის „ლოკომოტივისგან“ ქვა-ქვაზე არ დატოვა – 4:0.
ქართულმა გუნდმა დაწინაურება 32-ე წუთზე, იმრან ომარის გოლით მოახერხა და ტაიმი 1:0 მოიგო. ყველაზე დიდი სანახაობა კი მეორე ტაიმში შედგა.
მეორე 45 წუთში ქართულმა გუნდმა პრინციპულ მეტოქეს კიდევ 3 უპასუხო გოლი გაუტანა – 47-ზე ლიტსოვმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 55-ზე ომარმა დუბლი მიითვალა.
მატჩში წერტილი კი „ლოკომ” 78-ე წუთზე დასვა და რუსულ მეტოქესთან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა!
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, „ლოკომოტივმა” სხვა მოსკოვური გუნდი, „დინამოც” დაამარცხა – ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული მატჩი 2:1 დასრულდა.
აქამდე, სეზონისთვის მზადების პროცესში „ლოკომოტივი” ორ რუსულ გუნდს დაუპირისპირდა – „კრასნოდარსა” და „როსტოვს” და ორივესთან დამარცხდა.