იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, რომელიც ტურინში გაიმართა და ერთმანეთს “იუვენტუსი” და “ინტერი” დაუპირისპირდნენ ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს “ინტერის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე და “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი დაპურისპრიდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში იუვეშ ერთად მუშაობდნენ.

მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს და ჟესტიკულაციით არ მოიქცნენ სამაგალითოდ. როგორც ცნობილი გახდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სპეციალური განყოფილება ამ ინციდენტს განიხილავს და შესაბამის დასკვას დადებს.

შეგახსენებთ, რომ “ბებერმა ქალბატონმა” ორმატჩიანი დუელში “ინტერს” სძლია და ფინალში გავიდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ