თომას ტუხელმა ლონდონის “ჩელსიში” საქმიანობ აწარმატებით დაიწყო, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 3 ტურში 7 ქულა მოიპოვა და გოლი ჯერ არ გაუშვია. გუნდის და ტუხელის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება და შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ გუნდი ამ მიზანს შეასრულებს და ლიგაზეც ღირსეულად გამოვა, ის დასავლეთ ლონდონში მომავალ წელსაც დარჩება.

პრესაში უკვე გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე თუ ვისი დამატება სურს 47 წლის გერმანელ სპეციალისტს ზაფხულში.

ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “ლაიპციგის” ცენტრალური მცველი დაიოტ უპამეკანოა, რომელიც ზაფხულში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება და ლურჯებს მის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მოუწევთ. ალბათ, ტუხელი უპამეკანოს ტიაგო სილვას შემცვლელად განიხილავს, თან ახალგაზრდა ფრანგი 3-მცველიან ტაქტიას ძალიან კარგად იცნობს.

მეორე ვარიანტი არის მიუნხნეის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი ნიკლას ზულე. “ჩელსი” ამ ფეხბურთელზე იმ შემთხვევაში გადაერთვება თუ უპამეკანოს ხელში ჩაგდებას ვერ მოახერხებს.

სიაში ასევე ვხვდებით ტუხელის ყოფილ შეგირდსაც. საუბარია იულიან დრაქსლერზე ვსი მიმართ ინტერესს მეორე ლონდონური კლუბიც (“არსენალი”) გამოხატავს. მაგრამ ტუხელის ფაქტორიდან გამომდინარე ამ დუელში ფავორიტი ალბათ “ჩელსი” იქნება.

ერლინ ჰალანდი – დიდი გრანდების მთავარი მიზანი. ამ გრძელ სიაში “ჩელსიც” ფიგურირებს თუმცა ობიექტურად რომ ვთქვათ მათ ძალზედ გაუჭირდებათ ნორვეგიელი ვუნდერკინდის ხელში ჩაგდება, მაგრამ ცდას წინ არაფერი უდგას და იქნება აბრამოვიჩმა დ ამისმა ბიუჯეტმა ესეც მოახერხოს…

2 კომენტარი

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ