ესპანეთის თასის 1/8-ში გიორგი მაკარიძის “ალმერიამ” პენალტების სერიაში 5-4 მოუგო პრიმერა დივიზიონში მოასპარეზე “ოსასუნას”. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ დასრულდა, თერთმეტმეტრიანი დარტყმები კი მასპინძლებმა უკეთ შეასრულეს და 1/4-ის საგზურიც მოიპოვეს. გუშინდელ მატჩში მაკარიძე სათადარიგოთა სკამზე იყო.

ავსტრიის რანგით პირველ ლიგაში შინაურ კედლებში უშანსოდ წააგო “ვოლფსბერგერმა”, სადაც ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე გამოდიან. ქართველთა გუნდი 3-0 დამარცხდა “ლასკისთან”. ლოჩოშვილმა ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, გიორბელიძე კი სათადარიგო იყო. “ვოლფსბერგერი” 18 ქულით მე-6 ადგილზეა.

გიორგი ჩაკვეტაძის “გენტმა” მნიშვნელოვანი შეხვედრა ვერ მოუგო “სტ.ტრუიდენს” (1-1). ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი კვლავაც არ იყო განაცხადში, მისი “გენტი” კი 31 ქულით მე-11 ადგილზეა და ევროსაგზურის ზონას 3 ქულა აშორებს.

 

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ