“მან.იუნ”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა მარკუს რაშფორდმა “ლივერპულთან” სათასო მატში (3-2) კოჭის მცირე დაზიანება მიიღო და იყო შანსი რომ მას პრემიერლიგის მატჩში “შეფილდის” წინააღმდეგ ვერ ეთამაშა.
თუმცა, როგორც მანკუნიანელების მწვრთმელმა ოლე-გუნარ სულშერმა თქვა მარკუსი აქტიურად ვარჯიშობს და ის დღევანდელ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზადაა.
შეგახსენებთ, რომ “მან.იუნ” დღეს გვიან პრემიერლიგის ეგიდით “შეფილდს” დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში კუთვნილ პირველ ადგილს დაიბრუნებს.