ავსტრიის ბუნდესლიგაში მე-14 ტურში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა.

 

გრაცის „შტურმმა“ საკუთარ არენაზე „ჰატბერგს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. მოედანზე კი თავისი საქმე გააკეთა და ანგარიში გახსნა – მან თავი 22-ე წუთზე გამოიჩინა.

 

მე-14 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 28 ქულა დააგროვა, ქულების რაოდენობით „ზალცბურგს“ დაეწია და მასთან ერთად სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იკავებს.

ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში. 11 მატჩში მან 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ