დღეს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “მან.სიტი” საშინაო არენაზე “ასტონ ვილას” მიიღებს. ქალაქელებს ამ შეხვედრაში სერხიო აგუერო ვერ დაეხმარება. როგორც პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აგუეროს კოვიდ 19-ით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი და ახლა არგენტინელი თვითზიოლაციაში იმყოფება.

აგუეროს არც თუ კარგ სათამაშო ფორმას ტრავმიანობასთან ერთად თვითზოლაციაც დაერთო, ამას ისიც ემატება რომ კუნს მანჩესტერში უკვე სათანადოდ აღარ ენდობიან. მან წელს პრემიერლიგაში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. თუ რამდენიმე ესპანურ წყაროს დავუჯერებთ, მისი სამსახურით კატალონიის “ბარსელონაა” დაინტერესებული, რომელიც არგენტინელის დამატებას ზაფხულში შეეცდება

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ