“ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა, გერმანელმა დიტმარ ჰამანმა რომელიც მერსესაიდელთა რიგებში 1999-2006 წლებში გამოდიოდა წითლებში ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი შეაფასა.

ჰამანის თქმით, ტიაგოს “ლივერპულში” ადაპტაცია სხვადასხვა მიზეზთა გამო გაუგრძელდა და ჯერ-ჯერობით ის გუნდისთვის სასარგებლო არ არის. ჰამანი მიიჩნევს რომ, ალკანტარა ჯერ ბოლომდე ვერ ჩასწვდა იურგენ კლოპის სათამაშო ფილოსოფიას და სწორედ ამიტომ უჭირს მოედანზე თავისუფლად გადაადგილება. ჰამანმა გამოარჩია ორი თამაში სადაც ტიაგო განსაკუთრებულად უხეიროდს ასპარეზობდა: ” ლონდონის “ჩელსისთან” მატჩში შეიძლება ითქვას რომ “ლივერპულმა” მთელი მეორე ტაიმი 10 კაცის ამარამ ითამაშა, რადგან ის (ტიაგო) უფერულად გამოიყურებოდა. იგივე შეიძლება ითქვას “ნიუკასლთან” ფრედ დასრულებულ მატჩზე, სადაც კლოპმა ტიაგოს ბოლო 25 წუთი დაუთმო რათა გუნდს 3 ქულა მოეტანა, მაგრამ ესპანელი აქაც უხეიროდ გამოიყურებოდა. თუმცა რა თქმა უნდა ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, უბრალოდ მას ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია სჭირდება. ”

აქვე გეტყვით, რომ ტიაგო ალკანტარა ინგლისურმა გრანდმა გასულ ზაფხულს მიუნხენის “ბაიერნისგან” 24 მილიონ ევროდ შეიძინა და მას შემდეგ მან წითლების მაისური მხოლოდ 6 შეხვედრაში მოირგო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ