თურქეთის თასის 1/8-ში ლევან შენგელიას “ქონიასპორტი” გაზიანთეფს” დაუპირისპირდა და 2-1 მოიგო, რითაც მომდევნო ეტაპზე გასვლის უფლება მოიპოვა. ამ შეხვედრაში ქართველ ნახევარმცველს მონაწილეობა არ მიუღია, ის სათადარიგო იყო.

საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში “ოლიმპიაკოსთან” მატჩში კვლავ სათადარიგო იყო “პაოკის” ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნინუა. მიუხედავად იმისა რომ ნიკამ რამდენიმე ტურის წინ იმ მცირე სათამაშო დროში რაც მას ეძლევა საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, მწვრთნელი მას კვლავ არ ენდობა. “ოლიმპიაკოსთან” ნათამაშები 1-1-ის შემდეგ სალონიკური გუნდი 32 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.

უცნარია მაგრამ “აპოლონის” განაცხადში ვერ მოხვდა გუნდის ახალწვეული გიორგი პაპუნაშვილი. როგორც მოგეხსენებათ პაპუს დებიუტი წინა ტურშ ჰქონდა, ამჯერად კი, “ომონიასთან” მატჩში (0-0) მონაწილეობა არ მიუღია. “აპოლონი” კვიპროსის ჩემპიონატს 40 ქულით ლიდერობს.

გიორგი ბერიძის “უიპეშტი” სპარინგ-მატჩში “დიორთან” 3-0 დამარცხდა. ქართველ ვინგერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანეთ თქვენი სახელი აქ