• ორშ. აპრ 12th, 2021

შაქარას მეგობარი იყო, მისი სიკვდილი ძალიან განიცადა…” – ნახეთ ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც ახლახანს საკუთარმა ძმამ მოკლა

ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც თბილისში საკუთარმა ძმამ მოკლა, მიშო ახლოურია. ცნობილია, რომ ის ფეხბურთელი იყო. ახლობლებს უჭირთ თქმა, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო მკვლელობის მიზეზი.

 

სასიკვდილო ჭრილობები მიშო ახლოურს 21 წლის ძმამ მიაყენა.ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკებაა.

დაპირისპირება ძმებს შორის გვიან ღამით დაიწყო. დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მალევე გარდაიცვალა. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

 

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ:

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ა. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.