• სამ. აპრ 13th, 2021

უეფამ გიორგი მამარდაშვილი 50 გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დაასახელა

უეფას ოფიციალური ვებ-გვერდის კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა ევროპის 50 ამომავალი ვარსკვლავები დაასახელეს. Uefa.com-ის ჟურნალისტთა აზრით, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც 2021 წელს უნდა დააკვირდნენ.

აღსანიშნავია, რომ რჩეულებს შორის თბილისის “ლოკომოტივის” მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მოხვდა. აი, რას წერს უეფას ვებ-გვერდი 20 წლის ქართველ კარის დარაჯზე: “უკვე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების პირველი მეკარე, რომელიც ახლა რეპუტაციას იხვეჭს. მან ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თავი გამოიჩინა.”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.