ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ღამის კურიერის ეთერში დღეს აფრიკის დასახლებაში მომხდარ უსიამოვნო ინციდენტზე ისაუბრა და იქვე თავისი ბავშვობის გაჭირვება გაიხსენა.
“ჩემთვის ძალიან პრინციპულია სამართლიანობა. მე ყველანაირი პერიოდი მაქვს გამოვლილი, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი სიღარიბეც, რთული პერიოდიც, მაგრამ გავიზარდე ისე, რომ ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ და მასწავლიდნენ, რომ რაც არ უნდა გამიჭირდეს ცხოვრებაში, არასდროს უნდა შევხედო წარმატებულ ადამიანს ცუდი თვალით, არ უნდა შემეხარბოს მისი, არასდროს უნდა მოვიპარო, არ უნდა დავიტაცო”, – ამბობს კალაძე.
ჩემპიონთა ლიგის 2-გზის ჩემპიონი კახა კალაძე იტალიურ გრანდ “მილანში” წლების მანძილზე თამაშობდა და სეზონების უმეტეს შემთხვევაში ძირითადის მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებოდა. კალაძემ კარიერის მანძილზე ყველა ტიტულის მოგება შეძლო, რაც საკლუბო ფეხბურთში შესაძლებელი იყო.