• სამ. აპრ 13th, 2021

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებს გია ცეცაძე აღარ უხელმძღვანელებს. მიუხედავად ფეხბურთის ფედერაციის უდიდესი სურვილისა გაეგრძელებინა გამოცდილ სპეციალისტთან თანამშრომლობა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვაგან გაეგრძელებინა. აღნიშნული ფაქტი ჩვენთვის ძალზე სამწუხაროა, მაგრამ პატივს ვცემთ გია ცეცაძის გადაწყვეტილებას.

როგორც მოგეხსენებათ, გია ცეცაძე 21 წლამდელთა ნაკრებს 2017 წლიდან წვრთნიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის გია ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

სტატია მომზადებულია gff.ge მიერ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.