• შაბ. ივლ 31st, 2021

ბერიძის ზედიზედ მეორე გამარჯვება

უნგრეთის რანგით პირველ ლიგაში გიორგი გიორგი ბერიძის “უიპეშტმა” დრამატულ მატჩში 3-2 დაამარცხდა “ზალაიგერშეგი”, რითაც ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში პოზიციები გაიმყარა (19 ქულა, მე-9 ადგილი). ქართველი ნახევარმცველი ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუტზე შეცვალეს.

კარგი სტარტის შემდეგ წარუმატებელ სვლას განაგრძობს ვახტანგ ჭანტურიშვილის “ზლინი”. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ამჯერად შინ “ტეპლიცესთან” 3-2 დამარცხდა. ჭანტურიშვილმა სრულად ითამაშა და ყვითელი ბარათიც მიიღო, მისი “ზლინი” ჩეხეთის ჩემპიონატის ცხრილის შუაში იმყოფება.

პორტუგალიის თასის მე-1/16-ში “ნასიონალმა” სადაც გიორგი არაბიძე ირიცხება 3-1 მოუგო “ლეიშოეშეს”, რითაც შემდეგ ეტაპზე გააღწია.

ჩვენთვის უკვე საინტერესოა თუ როგორ ასპარეზობს საფრანგეთის ლიგა 1-ში “მეცი”, რომელიც ჟორჟ მიქაუტაძის სატრანსფერო უფლებებს ფლობს. მიქაუტაძის გუნდი “რენისთან” გასვლაზე მინიმალურად დამარცხდა (1-0). “მეცი” 23 ქულით მე-10 საფეხურზე იმყოფება.

გადავინაცვლოთ ფუტზალში სადაც რუსეთის თასის ნახევარფინალური წყვილის პირველი მატჩი გაიმართა. ზვიად კუპატაძის “იუგრა” გასვლაზე “ეკატერინბურგს” დაუპირისპირდა და 5-1 გაიმარჯვა, რითაც შეგვიძლია ვთქვათ რომ კუპატაძის გუნდმა თითქმის გაინაღდა ფინალის საგზური.

უკრაინის ექსტრა-ლიგაში დამაჯერებლად ლიდერობს გათამაშებას ქართული პასპორტის მქონე ბრაზილიელი რონინიოს “ხერსონი”. ამჯერად რონინიომ და კამპანიამ გასვლაზე “ხმელნიცკი” 5-1 გაანადგურეს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.