• შაბ. ივლ 31st, 2021

ქართველების “ანორთოსისი” განადგურდა

გუშინ ევროპის მასშტაბით რამდენიმე ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა. კვიპროსში სრული კრაიხ განიცადა თემურ ქეცბაიას გაწვრთნილმა “ანორთოსისმა”. ქართველებით დახუნძლული გუნდი გასვლაზე ერთ-ერთ მთავარო კონკურენტ “ომონიასთან” 3-0 განადგურდ.ა ქართველთაგან გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა (ყვითელი ბარათი) სრულად ითამაშეს, გიორგი ქვილითაიამ კი მინდორი 82-ე წუთზე დატოვა. “ანორთოსისი” 30 ქულით მეორე ადგილზეა. ასევე უშუალო კონკურენტთან დამარცხდა ირკალი მაისურაძის “პარალიმნი”. მაისურაძის გუნდი შინ 3-1 დამარცხდა “ნეა სალამისთან”. მაისურაძე მე-60 წუტზე შეცვალეს, მისი გუნდ 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

 

ესპანეთის ლა ლიგაში გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა “უესკასთან” (1-1). ახალგაზრდა ქართველი სათადარიგო იყო, “ლევანტე” კი 15 ქულით მე-14 პოზიციაზეა.

 

ამირან სანაის გარეშე ფრანგულმა “როდეზმა” ქულა აიღო გასვლაზე “ლე ავრთან”. ქართველი მცველი განაცხადში არ იყო, “როდეზი” კი 14 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.