• კვი. მაი 16th, 2021

ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე ქობულეთის “შუქურამ” ელიტაში თამაში გაინაღდა. ჩემპიონატის მე-17 ტურში აჭარლები მართალია “ვიტ ჯორჯიასთან” შინ 1-0 დამარცხდნენ, თუმც მათ პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებათ და გიორგი შაშიაშვილის გუნდის მომდევნო სეზონის საუკეთესოებს შორის დაიწყებს.

დანარჩენი მატჩებიდან აღსანიშნავია “რუსთავის” რეკორდული სხვაობით გამარჯვება დუშეთის “არაგვთან”. ქვემოქართლელებმა მეტოქეს 10 (!) უპასუხო გოლი გაუტანეს და ფლეი-ოფშ მოხვედრისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. აღსანიშნავია რომ ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი ერთბაშად ხუთ გუნდს აქვს. “სამგურალი” 27 ქულით მეორე ადგილზეა, 26 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ “გაგრა” და ზემოთხსენებული “რუსთავი”, მარტვილის “მერანი” კი 24 ქულით მეხუთე ადგილზეა და არაა გამორიცხული სწორედ ეს გუნდი ვიხილოთ საფლეიოფო ზონაში. ძალიან საინტერესო სიტუაციაა “შევარდენის” შემთხვევაში – გუნდის 22 ქულა აქვს და საფლეიოფო ზონას 4 ქულა აშორებს, თმცა კონკურენტებზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი.

შუქურა – ვიტ ჯორჯია  (0-1)
გოლი: 
სეხნიაშვილი (57)

არაგვი – რუსთავი  (0-10)
გოლები: 
ხარებაშვილი (1,21,38,61,74), კიკნაძე (3), თ.ტაბატაძე (10,57,58,67)

მერანი – გაგრა  (0-0)

შევარდენი – სამგურალი  (2-1)
გოლები: ხუბაშვილი (55), პატარკაციშვილი (69), რაპიკი (73)

დინამო (ზგ) – სიონი  (0-0) 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.